Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს ბანკი: 5-6 ბანკი ბაზარზე უკვე საკმარისი დონის კონკურენციაა

591455a186344
ელენე გოგბერაშვილი
11.05.17 16:13
911
"თი ბი სი" ბანკის შემდეგ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორიც მიიჩნევს, რომ ბანკების რაოდენობა 16-დან 5-6 მდე უნდა შემცირდეს. რამდენი ბანკი უნდა არსებობდეს ბაზარზე - კახა კიკნაველიძეს ცალსახა პასუხი არ აქვს, თუმცა როგორც მან "საქმის კურსს" განუცხადა, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდა მომავალშიც მოსლოდნელია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრიდან წვრილი ბანკების გაქრობა, თუმცა მისი თქმით, ეს ბანკებისთვის სერიოზული ბარიერი ვერ იქნება და პროცესს ბაზარი ბუნებრივად, რეგულაციების გარეშე დაარეგულირებს.

"მინიმალური კაპიტალის ზღვარი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ალბათ, მომავალში ეს ზღვარი კიდევ უფრო გაიზარდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის 5-6 ბანკი უკვე საკმარისი დონის კონკურენციაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ორი მსხვილი ბანკია, რომელის ბაზრის წილის 65%-დან 70%-ს ფლობს, კონკურენციის დონე საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალია. ეს იგრძნობა ბაზარზე შეთავაზებებით და იმ საპროცენტო განაკვეთების ტრენდით, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო, როცა საპროცენტო განაკვეთებმა 5%-ზე მეტით დაიწია საშუალოდ", - აცხადებს კახა კიკნაველიძე.

კითხვაზე გამოწვევს თუ არა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის 12 მილიინი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე ზრდა მცირე ბანკების ბაზრიდან გაქრობას, კიკნაველიძე აცხადებს, რომ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არ ჰგონია, რომ ეს სერიოზული ბარიერი იქნება საბანკო სექტორისთვის.

"ეს პროცესი ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა რეგულაციებით", - აცახდებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი.