Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

6 თვეში სამთავრობო პორტალ worknet.gov.ge-ს საშუალებით 923 ადამიანი დასაქმდა

59670d56eef66
ელენე გოგბერაშვილი
13.07.17 10:02
776
2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სამთავრობო პორტალ worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან 923 დასაქმდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს "საქმის კურსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს პოტალზე 2551 ვაკანსია განთავსდა. 6 თვის მონაცემებით, დასაქმდა 923 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 21 შშმპ. მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა 11 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი, რომლის შედეგადაც ჯამში 541 ადამიანმა იპოვა სამუშაო.

2016 წელს პორტალზე წარმოდგენილი იყო 3980 ვაკანსია. დასაქმების მაჩვენებლმა კი გასულ წელს 670 შეადგინა. მათ შორის 58 შშმპ იყო.

სოციალური მომსახურების სააგენტო worknet.gov.ge-ზე ვაკანსიების განთავსების კუთხით 700-მდე დამსაქმებელთან თანამშრომლობს.