Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

VOGUE: რატომ არის ქართული ჩოხა მოდური ტანისამოსი

590edf9b2af0e
BM.GE
07.05.17 13:00
1441
გავლენიანი გამოცემა Vogue თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ზე ვრცელ სტატიას ავრცელებს. ჟურნალისტი აქცენტს ქართულ ტრადიციულ სამოსზე, - ჩოხაზე აკეთებს და მკითხველს მის ისტორიას აცნობს.

"ჩოხა მატყლისგან დამზადებული ქურთუკია, რომელსაც უმეტესად მამაკაცები ატარებენ. მის წინა მხარეს იარაღის ცასადებ ჯიბეებსაც ვხედავთ, რომელსაც დღეს მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს“, - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ჩოხის მოდური ელემენტები აქტიურად გამოიყენა საკუთარ კოლექციაში დიზაინერმა დევიდ კომამ.

"ლონდონში 2017 წლის საშემოდგომო კოლექციის წარდგენისას კომა თავის ფესვებს დაუბრუნდა და ვაზნების ჩასადები შტრიხები გამოიყენა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მოდის კვირეულზე თბილისში ჩოხის ელემენტები დიზაინერმა ანუკა ქებურიამაც გამოიყენა. ჩოხის შეძენას კი Vogue მკითხველს მაღაზიაში „სამოსელი პირველი“ სთავაზობს.