ელექტროენერგიის 2017 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაახლა, წელს ექსპორტი 2016 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 13%-ით გადააჭარბებს და 690 მილიონ კილოვატსაათს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი მზარდია, საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ენერგიაზე, 12 თვის პროგნოზის მიხედვით, გასული წლის მაჩვენებელზე (479 მლნ.კვტ/სთ) თითქმის სამჯერ მეტი იქნება - 1534 მლნ.კვტ/სთ.
ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი დაწინაურდა, საიდანაც 2016 წელთან შედარებით, წლის ბოლომდე 86%-ით მეტი ენერგია (801 მლნ.კვტ/სთ) იქნება იმპორტირებული, შემდეგ პოზიციაზეა რუსეთი - 617 მლნ.კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტის პროგნოზით, რაც 2016 წელთან შედარებით (369) თითქმის ორჯერ მეტია.
რაც შეეხება სომხეთს, აქედან წელს 116 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგიის იმპორტია გათვალისწინებული.