Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მეუბნებიან, რომ ეს იყო ჩემი ბიზნესინვესტიციის შეცდომა"

59e5b9375cff7
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.17 13:55
780
ბიზნესმენი თემურ ჭყონია აღიარებას, რომ ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace არამომგებიანი პროეტია. ამის შესახებ მან "საქმის კურსს" განუცხადა.

ჭყონიას თქმით, თავის დროზე მის მიერ ქობულეთში მაღალი კლასისი სასტუმროს მშენებლობა ემოციური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არ ნანობს.

"ჩემი ახლობლები, ბიზნესმენები და კოლეგები მეუბნებიან, რომ ეს იყო ჩემი ბიზნესინვესტიციის შეცდომა, რადგან არამომგებიანი თემაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რაც ჩვენ გავაკეთეთ ქობულეთში, შეიძლება, მომგებიანობის თვალსაზრისით არ არის საინტერესო, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელია და აუცილებელია ქობულეთისთვის.

სეზონის განმავლობაში ჩვენთან მუშაობს 300-350 ადგილობრივი მოსახლე. სამუშაო თუ ყველაფერი ბიზნესის მომგებიანობას მივაბით, შეიძლება საერთოდ არ შეიქმნას სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, იმხელა სპეციალისტები ყალიბდენიან ჩვენთან, ტრენინგებს ვატარებთ და ეს ხალხი ახალი სასტუმროები იხსნება და იქ გადადის სამუშაოდ. ეს პროექტი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ჩვენი ბიზნესისთვის",- აცხადებს ჭყონია.