Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქსტატი: საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,9 ლარს გაუტოლდა

59acfe56b899a
BM.GE
04.09.17 11:16
843
2017 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 128.8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 816,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 88,8 ლარით). სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1196.0 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1304.8 ლარი,
მცირე ბიზნესი – 892.2 ლარი.

2017 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,9% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,4%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,1%- იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 7,8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.3%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.7%- იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,9% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2017 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,7%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგზე ნაწილდება. მეორე და მესამე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20,9%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2017 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,0%, 13,7% და 10,9% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (10.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,2%).