Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უცხოური ინვესტიციები ქუთაისში

59eedc58d2d41
ელენე გოგბერაშვილი
24.10.17 10:22
864
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 70-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია ოპერირებს. მათ შორის არიან როგორც საწარმოო, ისე სავაჭრო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიები.

ჰუალინგის თიზ-ის გენერალური დირექტორის, სოსო ნიბლაძის განცხადებით, ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით ახლახანს ოპერირება დაიწყო მინა-პლასტმასის ალმატურის პროფილების საწარმომ, სადაც ეტაპობრივად ინვესტორი კომპანია მილიონ დოლარამდე ფინანსური რესურსის დახარჯვას აპირებს.
დასრულების ფაზაშია ტექნიკური სამუშაოები ფეროშენადნობების წარმოების პროექტის განსახორციელებლად, რაშიც ჩინური კომპანია 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამასთან სრულდება 5 მილიონი დოლარის ღირებულების სპირტის წარმოების მოწყობის პროცესი და ასევე ქართულ კომპანიას დაგეგილი აქვს მეორე სპირტის წარმოების პროექტის განხორციელება.

"საქმის კურსთან" საუბარში სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ აქტიურად მიდის მოლაპარაკებები გერმანელ ინვესტორ კომპანიასთან, რომელიც ჰუალინგის თიზ-ში კერძო ბიზნესმენებთან ერთად მზის პანელების წარმოებას გეგმავს. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდება და სავარაუდოდ, მზის პანელების წარმოება ქუთაისის თიზ-ში რამდენიმე თვეში დაიწყება.

ასევე აზერბაიჯანული კომპანია დაინტერესებულია ქვის პროფილების გადამამუშავებელი საწარმო შექმნას. თიზ-ში ოპერირებით ინტერესს გამოთქვავენ ასევე ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.

სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ საქართველოს თიზ-ებით გაცილებით მეტი ინევსტორის დაინტერესებას შევძლებთ მაშინ, როცა მთავრობა "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" კანონი გადახედავს. მისი თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია კომუნიკაციის გააქტიურება მთავრობასთან.