Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროპასთან ელექტროენერგიით ვაჭრობა იგეგმება

59e598c4e4ab3
დავით ჯალაღონია
17.10.17 09:43
891
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის დაგეგმილი ლიბერალიზაცია მყისიერად არ მოხდება. მიუხედავად ამისა, როგორც მან „საქმის კურსს“ განუცხადა, დაგეგმილია თარიღი, თუ როდის უნდა დაიწყოს ბაზრის ახალი მოდელის გამოცდა.

“ვინაიდან კარგად გვესმის, რა სირთლეებთან არის დაკავშირებული ბაზრის ლიბერალიზაცია, ეს არ მოხდება მყისიერად. 2019 წლისთვის დაგეგმილია, რომ გვქონდეს მოდელი, რომლის ტესტირებასაც გავაკეთებთ და შემდეგში ნელ-ნელა მოხდეს ამ ბაზრის ლიბერალიზაცია. ეს ერთადერთი მიზნით იქნება, რომ მოხდეს ბაზარზე კონკურენცია, მომავალში ფასების შემცირება, მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიით ევროპაში ვაჭრობის პერსპექტივას, ჩიქოვანის განმარტებით, ამ მიზნების განხორციელება თურქეთთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

„ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ გვაქვს პირდაპირი შეხება ევროკავშირთან, თუმცა თურქეთი არის ჩვენი პარტნირი ამ კუთხით, სადაც ვაჭრობის განვითარება ხდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ელექტროენერგიით ვვაჭრობთ თურქეთთან, თუმცა ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, მათ შორის თურქეთის გავლით ევროპასთან ვაჭრობა“, - განმარტა მან.