Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლაგარდი ცენტრალურ ბანკებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აფრთხილებს

59d0b2301b7f6
BM.GE
01.10.17 14:00
692
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა, რომ კტიპტოვალუტებთან მიმართებაში მეტი დაფიქრება გამოიჩინონ და უფრო „ბრძნული გადაწყვეტილებები“ მიიღონ. მისი განმარტებით, ვირტუალური ვალუტები უკვე დაარსებულია და ბანკებისა და მთავრობების მონაწილეობის გარეშე მიმოქცევაშია.

ლაგარდი მიიჩნევს, რომ ბევრი ქვეყნის ისტორიულად ჩამოყალიბებული არასტაბილური ეკონომიკური ვითარება ოფიციალურად თუ არაოფიციალურად აშშ დოლართან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, როგორც ლაგარდი ფიქრობს, შესაძლოა ციფრული ვალუტები ქაღალდის ბანკნოტისთვის საუკეთესო ალტერნატივა გახდეს.

’’არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება ვირტუალურმა ვალუტებმა უკვე არსებულ ვალუტებს და მონეტარულ პოლიტიკას კონკურენცია გაუწიონ. საუკეთესო პასუხი, რომელიც ცენტრალურ ბანკების მხრიდან ეფექტური მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება და ამავე დროს, ახალი იდეებისა და ეკონომიკის გასავითარებლად ახალი მოთხოვნებისთვის ღიად ყოფნაა“, - აღნიშნა ლაგარდმა.