Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება

59ef0dcb62dc6
BM.GE
24.10.17 13:52
960
წლის ბოლომდე დედაქალაქს 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი შეემატება, ხოლო 7-ს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს დამონტაჟებული შუქნიშნის ახალი ობიექტები:

• აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების გადაკვეთა
• წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის გადაკვეთაზე
• მარცხენა სანაპირო N29-ის მიმდებარედ
• მარშალ გელოვანის გამზირი N6 (სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ)
• მარჯვენა სანაპირო („მშრალი ხიდი“)
• უნივერსიტეტის ქ. N6
• ბელიაშვილის ქუჩა, რესტორან „წისქვილი“-ს მიმდებარედ
• ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთა
• მარცხენა სანაპორო რესტორან „თავადური“-ს მიმდებარედ
• მარცხენა სანაპორო-ზაარბრუკენის ხიდის პონდუსის დასაწყისი
• რუსთავის გზატკეცილი N40-ის მიმდებარედ
• რუსთავის გზატკეცილი N115-ის მიმდებარედ
• დიდი დიღმის მე-3 მ/რ, N1 კორპუსის მიმდებარედ
• შინდისი-კრწანისი-კოჯრის გზაჯვარედინი

2017 წლის ბოლომდე დასამონტაჟებელი ახალი შუქნიშნის ობიექტები:

• ანაპის 414 დივიზიისა და თბილისის ზღვის ასასვლელის გადაკვეთა
• მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთა
• ქეთევან წამებულის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის გადაკვეთა
• ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩის გადაკვეთა

2017 წელს რეკონსტრუირებული შუქნიშნის ობიეტები:

• ჩიტაიასა და მარჯანიშვილის ქუჩების გადაკვეთა
• ფიროსმანის მოედანი

2017 წლის ბოლომდე სარეკონსტრუქციო შუქნიშნის ობიექტები:

• ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთა
• ჩიქობავას მოედანი
• წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გადაკვეთა
• გულიას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გადაკვეთა
• ჩიტაიასა და მამარდაშვილის ქუჩების გადაკვეთა
2014 წელს დაიდგა 6 ახალი და რეკონსტრუქცია გაუკეთდა 34 „სმარტ“ შუქნიშანს. 2016 წელს დამონტაჟდა 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25-ს.

დღესდღეობით თბილისში სულ 254 შუქნიშნის ობიექტია, საიდანაც 174 მართვის ცენტრთან არის მიერთებული. ხოლო 80 მუშაობს ხისტ რეჟიმზე.