Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები საქართველოში

59d344c300219
BM.GE
03.10.17 12:04
1076
2017 წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა და 856 186 შეადგინა. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.

წელს, ყველაზე მონახულებადი ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრეს, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

2017 წლის 9 თვის განმავლობაში ტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 3 947 317 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2 050 439 ლარი) შედარებით 95%-ით არის გაზრდილი.