Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი კულინარიული გიდი - "რავჭამო"

59f2e8bc6d732
სალომე მეცხვარიშვილი
27.10.17 13:00
1007
ინტერნეტსივრცეში კულინარიული გიდი - ვებგვერდი "რავჭამო" - ravchamo.ge -  გამოჩნდა. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ახალი ადგილი ან იპოვოს დავიწყებული ძველი. "რავჭამოს" მეშვეობით: 1. კონკრეტული სახელის ცოდნის გარეშე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი ადგილი 2. ნახოთ მენიუ, ფასები და წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი. 3. შეაფსოთ თითოეული ობიექტი და ატვირთოთ იქ გადაღებული ფოტო, რაც სხვა მომხმარებელს სამომავლოდ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

"რავჭამო" ორმა ახალგაზრდამ გვანცა ველთაურმა და თეგა გეთიამ დააარსეს. კომპანიის დამფუძნებლები "საქმის კურსთან" აცხადებენ, რომ პროექტი საკუთარი თანხებით შექმნეს.

"იდეა გაჩნდა იმ პრობლემიდან, რომელიც ჩვენც ძალიან გვაწუხებდა. როდესაც მოგვშივდებოდა არ გვქონდა საშუალება ონლაინ მოგვეძია სრულყოფილი ინფორმაცია და გვიწევდა წვალება სხვადასხვა სოციალურ ქსელში ინფორმაციის მისაღებად. უკვე არსებული საიტების მეშვეობით ვერ ვიღებდით იმ ინფორმაციას რაც გვჭირდებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა "რავჭამო""”,- აცხადებენ დამფუძნებლები.

საიტი სულ რამდენიმე დღეა ამუშავდა და მასში განთავსებულია სხვადასხვა ტიპის 73 ობიექტი. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მუშაობა ახალი ობიექტების განსათავსებლად.

„ვაპირებთ თბილისი მაქსიმალურად მოვიცვათ. შემდგომი გეგმები, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მთლიანად საქართველოს ათვისებაზე და ტურისტულ თუ არატურისტულ ზონებში არსებულ ობიექტებთან თანამშრომლობაზე, რაც ეტაპობრივად განხორციელდება”,- აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება კომერციულ დაინტერესებას, მათი ინფორმაციით, "რავჭამო" ვიზიტორებისთვის არის უფასო პორტალი, ხოლო ობიექტებს ვებგვერდზე მოსახვედრად სამ სამომხმარებლო პაკეტს სთავაზობენ სხვადასხვა ღირებულებით.

"საკუთარი სტარტაპის ქონის გამოცდილება თეგას მანამდეც ჰქონდა, ონლაინ გაყიდვების და მომსახურების მიმართულებით, რაც, რა საკვირველია, გარკვეულ საკითხებში დაგვეხმარა, რომ იგივე შეცდომები არ დაგვეშვა. თუმცა, ასეთი სივრცის შექმნა ორივესთვის სრულიად ახალი იყო. ჩვენ ვმუშაობდით, როგორც საიტის კონცეფციაზე და განვითარებზე, ასევე ყოველდღიურად ვხდებოდით და ვხდებით სხვადასხვა ობიექტების მენეჯერებსა თუ მფლობელს და "ვყიდით" ჩვენს პროდუქტს",- აცხადებენ კომპანიაში.