Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტში ეროვნული ბანკისგან ლარის გაუფასურებაზე განმარტებას ითხოვენ

59f04544171df
დავით ჯალაღონია
25.10.17 12:01
555
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საქართველოს ეროვნული ბანკისგან ლარის გაუფასურების გამო განმარტებებს ითხოვს. როგორც „საქმის კურსთან“ საუბრისას კობერიძემ განაცხადა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, ამიტომ მოკლევადიანი რყევების მიზეზებზე საზოგადოებას ინფორმაცია სებ-მა უნდა მიაწოდოს.

"რამდენიმე დღის წინ არჩევნები დასრულდა და მოსახლეობას შეიძლება, შეექმნას აზრი, რომ არჩევნების დამთავრებასთან ერთად ლარის მყისიერად გაუფასურება მოხდა და ამ დროს არანაირი მოულოდნელი პოლიტიკური შედეგი არ დამდგარა. ყველამ იცოდა და მთელი ანალიტიკა ამას მიუთითებდა, რომ მმართველი გუნდი გაიმარჯვებდა დიდი უპირატესობით. ასეც მოხდა, ანუ პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხულია, ისევე როგორც - ეკონომიკური ფაქტორები, რადგან ეკონომიკა იზრდება, ძალიან პოზიტიური ციფრები გვაქვს და ამ დროს ასეთი მოკლევადიანი ნახტომი არის სწორედ ეროვნული ბანკის ახსნის თემა. ორ-სამ დღეში დაახლოებით 4 პუნქტით არის ლარი ნახტომისებურად გაუფასურებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორედ ეროვნული ბანკისგან მოვისმინოთ ახსნა-განმარტება", - განაცხადა კობერიძემ და დასძინა, რომ ის ამ განმარტებებს ელოდება.