Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გაზსაცავის მშენებლობისთვის მოზიდული სახსრებიდან 70% სავარაუდოდ სესხი იქნება

59ad44784ae2c
დავით ჯალაღონია
04.09.17 16:17
856
გაზსაცავის მშენებლობაში სესხის მონაწილეობა სავარაუდოდ, 70%-ის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და ბანკები ამ ეტაპზე პროექტის რისკებს აფასებენ.

“ახლა მიდის კვლევები, თუ რა ფინანსური სტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს - რა სახის რესურსის მოძიება მოხდეს სესხის სახით და რა იქნება მიზანშეწონილი დაფინანსების ხარჯი, რომელსაც შემოგვთავაზებენ. ევროპის ბანკები ტრადიციულად საკმაოდ კონკურენტულები არიან. ჩვენ გვინდა კლასიკური დაფინანსების წყარო, რაც მაგალითად ქარის სადგურის შემთხვევაში გვქონდა - ანუ, ამ შემთხვევაში კორპორაციის მიერ მოხდება კაპიტალის შევსება ნაწილობრივ და 60-70%-ზეა საუბარი სესხის კომპონენტზე“, - განმარტა ვალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი ბევრია.

"თურქული კომპანიებიც არიან, ასევე - ჩინური, ევროპული. დაველოდოთ ბოლო ვადას და ვნახავთ, ვინ გადაწყვიტა მონაწილეობს მიღება, რადგან შეიძლება, ინტერესი იყოს, მაგრამ მას გადაწყვეტილება არ მოჰყვეს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გაზსაცავის მშენებლობის დაწყებას, სამუშაოები 2019 წლიდან იგეგმება. 2021 წელს კი ობიექტი ექსპლოატაციაში უნდა შევიდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 270 მილიონი დოლარია.