Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არჩევნები 2017 - კენჭისყრის პროცესი დაწყებულია

59ead36c26726
BM.GE
21.10.17 09:00
1037
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727 შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12902-ია.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 4000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.

თამარ ჟვანიას განცხადებით, 21 ოქტომბერს, დილის 08.00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.