Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წითელ ხიდზე 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

59acf6a9c9ca6
BM.GE
04.09.17 10:40
829
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.