Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წლის მეორე კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა 5 328 436-ჯერ განხორციელდა

5989776d71f90
BM.GE
08.08.17 12:32
1017
წლის მეორე კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 5 328 436 – ჯერ განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქედან 3403914 ანუ 64% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ხოლო 1924522 ანუ 36% საქართველოს მოქალაქე.

893764 შემოსვლა დაფიქსირდა სარფის საბაჟოზე და 888545 გასვლა.

თბილისის აეროპორტში 400007 შემოსვლა და 378014 გასვლა დაფიქსირდა.

ქუთაისის აეროპორტში 57025 შემოსვლა და 61059 გასვლა დაფიქსირდა, ხოლო ბათუმის აეროპორტში 5144 შემოსვლა და 3986 გასვლა.

შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ყველაზე დიდი წილი - 378672 - სომხეთზე მოდის, ასევე საანგარიშო პერიოდშ საქართველო საზღვარი 376403 სომეხმა დატოვა.
მეორე პოზიციაზე აზერბაიჯანია 369479 შემოსვლითა და 363944 გასვლით.

მესამეზე კი რუსეთი 321454 შემოსვლით და 294705 გასვლით.

საავტომობილო ტრანსპორტის მიერ საზღვრის თითოეული კვეთის ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით 865 342-ს შეადგენს.

მეორე კვარტალში საზღვარი ავტომობილით, თურქეთისკენ/ თურქეთიდან - 208 525 -ჯერ
სომხეთისკენ/სომხეთიდან– 296 308-ჯერ
აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 182 507-ჯერ
რუსეთისკენ/რუსეთიდან – 174 876 -ჯერ
საზღვაო პორტების მეშვეობით – 3 126–ჯერ გადაიკვეთა.

სულ საქართველოს პორტებში 863 – ჯერ შემოვიდა ან გავიდა 34 ქვეყნის (ან ამ ქვეყნის დროშით მცურავი) გემი. აქედან 147 რუსეთზე მოდის, 133 თურქეთზე, 101 პანამაზე.