ლიბერთი ბანკის აქციებზე ფასი ისევ გაიზარდა.
საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიაზე ბანკის 7,500 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, თითო 4 თეთრად, გარიგების ჯამური ღირებულება 300 ლარია.
აქციების 1 თეთრით, ანუ 33.33 % -ით გაძვირებით, ლიბერთის კაპიტალიზაცია კიდევ 55 მილიონით გაიზარდა და 220.09 მლნ ლარს გადააჭარბა.
ივლისიდან, როდესაც ლიბერთის კაპიტალიზაცია 115.5 მლნ ლარი იყო, ზრდა 90.5% (104.5 მლნ) აღემატება.
შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო საბჭო უკვე 8 წევრიანია და ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია უკვე ოფიცალურად ირიცხებიან საბჭოს რიგებში.
საბჭოში ჯერ-ჯერობით რჩებიან მალიკ იშმურატოვი, ალექსეი იუსფინი, მარტინ პოლ გრემი, ნურლან აბდუოვი და ლადო გურგენიძე, რომელმაც აქციონერთა გადაწყვეტილებით, საბჭო 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა დატოვოს.
ცვლილებების რეგისტრაციამდე ბანკმა სამი წევრის დამატებაზე ეროვნული ბანკის თანხმობა მოიპოვა.
GBC