Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახალხო დამცველი: საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9 სათამაშოში აღმოჩნდა მავნე ნივთიერება

592fdee9cadbf
BM.GE
01.06.17 13:29
814
"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრა სათამაშოში აღმოჩნდა მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (#DEHP), რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა უსაფრთხო სათამაშოების შესახებ კამპანიის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისათვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა.

„დირექტივა საქართველოში უნდა შესრულდეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაგეგმილი იყოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში“, - ამბობს სახალხო დამცველი.