Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულება 104%-ზე მეტი იქნება

5936a5fd1787e
BM.GE
06.06.17 16:07
606
"ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს და 6 თვის გეგმის შესრულება 104%-ზე მეტი იქნება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ტენდენციაა საგადასახადო შემოსავლების 5 თვის შესრულების მიხედვით. ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505,0 მლნ ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%).
„გადაჭარბებითაა შესრულებული საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმაც როგორც ნაერთ ბიუჯეტში (გადაჭარბება 163,4 მლნ ლარი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში (გადაჭარბება 177,3 მლნ ლარი)

ივნისის თვეში, მოსალოდნელია 800მლნ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის შესრულება იქნება გეგმის 104%-ზე მეტი; იგივე ტენდენციაა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მიმართულებით, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 6 თვის გეგმის შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტშიც 104%-ზე მეტი იქნება.

6 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, ასევე, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაცია) დაგეგმილი შემოსავლები.

გასული თვეებისგან განსხვავებით, ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩამორიცხვა”,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს.

"რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება მაღალი იქნება (90%-ზე მეტი), თუმცა ზოგიერთ პროგრამაში შესაძლებელია იყოს მცირე ჩამორჩენა, რაც წლიური გეგმის 3-4%-ის ფარგლებში იქნება და მათი ათვისება განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ხარჯვით ნაწილში, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურადაა შეზღუდული ადმინისტრაციული ხარჯები, რის შედეგადაც ნაერთი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ნაწილში 2017 წლის 5 თვის განმავლობაში 25,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. "