"ძალიან მოხარული ვიქნები, თუ საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ და მომავალი წლის პროგნოზს“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი განცხადებით, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს.
"მიგვაჩნია, რომ საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს. ნოემბერში შევძლებთ ჩვენი ახალი პროგნოზი გაგიზიაროთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, ჩვენს საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს", - ამბობს ჩაკრაბარტი.