Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა იწყება, - სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი

59d0821f5d5b2
BM.GE
01.10.17 10:00
911
რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

“ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა.

თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებაზე, გრძელდება თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა. უკვე დასრულებულია ერთი ნაწილი, რომლის ღირებულება 95 მილიონ ლარზე მეტია. ახლა მიმდინარეობს ამავე მონაკვეთის მეორე ნაწილის მშენებლობა, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარამდე გახლავთ.

მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 285 მილიონი ლარი იქნება.

რეგიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი - ქვესადგური „მარნეული 500“, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი დოლარი გახლავთ. ეს ქვესადგური, საგრძნობლად გააუმჯობესებს თბილისისა და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებასა და ენერგოუსაფრთხოებას”, - განაცხადა პრემიერმა.