Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Tesla $1.5 მილიარდის ობლიგაციებს გამოუშვებს

5989885da65b3
BM.GE
08.08.17 13:45
739
Tesla 1.5 მილიარდის აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვებას და მიღებული თანხით Model 3-ის წარმოების გაზრდას აპირებს. Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც Model 3-ი პირველ მომხმარებლებს გადაეცათ, კომპანიას ავტომობილს ყოველდღიურად დაახლოებით 1800 ადამიანი უკვეთავს.

Model 3-ის საწყისი ფასი 35 ათასი აშშ დოლარია, რაც კომპანიის სხვა ავტომობილებზე ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, ეს Model 3-ს მასობრივ ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემს.

Model 3 -ს მსოფლიოში 30 მფლობელი უკვე ჰყავს. 400 000-მა ადამიანმა კი წინასწარი შეკვეთის საფასური - 1000 ევრო უკვე გადაიხადა. მასკის განმარტებით, Model 3-მა ყველა სარეგულაციო მოთხოვნა დააკმაყოფილა.