Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაუქმდება თუ არა "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება?

59edea86ef42a
დავით ჯალაღონია
23.10.17 17:08
1151
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კანდიდატის კახა კალაძის გუნდის წევრის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "სითი პარკი" მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არღვევს. ასე უპასუხა ხმალაძემ „საქმის კურსის“ კითხვას, აპირებს თუ არა მერიის მომავალი ხელმძღვანელობა ამ კონტრაქტის გაუქმებას.

"ჩვენი მოსაზრებები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც გავაჟღერეთ, თუმცა უკვე მოგვიწევს სამართლებრივად პროცესების მართვა. ჩემი სამართლებრივი ანალიზით, ეს კომპანია ხელშეკრულებას არღვევს და დარღვევაზე ერთ-ერთი ზომა, რომელიც შეიძლება, მერიამ გაატაროს, ეს არის ხელშეკრულების გაუქმება, თუმცა როდესაც შევუდგებით ამ უფლებამოსილების განხორციელებას, შემდეგ უფრო ზუსტად გავაკეთებთ ამაზე კომენტარს", - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ მერია კონტრაქტს გაწყვეტს, "სითი პარკისთვის“ 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.