Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ამ ბოლო დროს "მაკდონალდსით" ხშირად არ ვიკვებები, წონაში მოვიმატე"

59f2f23f406b8
BM.GE
27.10.17 14:30
1215
"მაკდონალდსის ქსელში დღეში შედის 25 ათასი ადამიანი",- ამის შესახებ "საქმის კურსს" საქართველოში "მაკდონალდსის" ქსელის მფლობელმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, "მაკდონალდსის" პროდუქციის მომხმარებელი ხშირად არიან მისი ოჯახის წევრებიც.

"ამ ბოლო დროს "მაკდონალდსით" ხშირად არ ვიკვებები, წონაში მოვიმატე. მაკდონალდსის გამო არა. რაღაც დამემართა, ეტყობა, დავბერდი. თვეში სამჯერ იქ ვარ. ასევე, გამორიცხულია, რომ ჩემმა მეუღლემ "მაკდრაივზე" არ შეიაროს",- ამბობს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ხშირად "მაკდონალდსზე" უარყოფითად საუბრობენ, თუმცა, ბიზნესმენი ამბობს, რომ სწორედ ასეთი ხალხია „მაკდონალდსის“ ხშირი მომხმარებელი.

"ვინც ამას აკეთებს, სულ იმათ ვხედავ ხოლმე, როგორ მიირთმევენ მაკდონალდსში",- ამბობს ჭყონია.