Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის და "საქორგაზის" აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდათ

596e0136cd943
დავით ჯალაღონია
18.07.17 16:23
1016
საქართველოს რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის და ,,საქორგაზის" სემეკის მიერ რეგულირებად აბონენტებს ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდათ, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სემეკის გადაწყვეტილებით, "სოკარ ჯორჯია გაზის" ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 56.940 თეთრი იქნება (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ,,საქორგაზისთვის" 1 კუბურ მეტრზე - 57.011 თეთრი.

ახალი ტარიფები ეხება იმ აბონენტებს, რომლებიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2007 წლამდე მიუერთდნენ. შესაბამისად, ეს ეხება ,,სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზის" აბონენტების 47%-ს.

რაც შეეხება აბონენტების დანარჩენ 53%- ს, ისინი ენეგეტიკის მინისტრის დადგენილების შესაბამისად დერეგულირებულ სეგმენტს განეკუთვნებიან და მათზე დღეს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები არ ვრცელდება.