Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ADB "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს

5911756f7d7af
BM.GE
09.05.17 12:00
1144
ბუნებრივი აირის უმსხვილეს პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა და აზიის განვითარების ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული გარანტირებული შეთანხმება "შაჰ-დენიზი 2" პროექტის შემუშავებასა და განვითარებას შეეხება და 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს იაპონიაში, ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში,საქართველოში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც $2 მილიარდის ინვესტიცია ხორციელდება.