Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენი ყველა ნაბიჯი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ იქნება გადადგმული"

5965eb66430df
BM.GE
12.07.17 13:25
876
ენერგეტიკის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მისი ხელმძღვანელობით დარგი უნდა გაუმკლავდეს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ამის ირგვლივ ვიტრიალებთ ჩვენ შემდეგი წლების განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი გეგორაფიულად ჩვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხო და ენეგროდამოუკიდებელი, ასევე იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება ენერგეტიკის სფეროში ჩვენს რეგიონში იყოს. ეს მიმართულებებია - დამატებითი გენერაციის წყარებით განახლებად ენერგიაზე აქცენტირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი და სხვა მიმართულებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს წარმატებას და განვითარებას უზრურველყოფენ“, - განაცხადა ელოშვილმა.

ამასთან, ელოშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, მის წინამორბედს კახა კალაძეს და კოლეგებს მხარდაჭერისთვის.