Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოზურგეთში 1,3 მილიონი ლარის ღირებულების ასფალტის ქარხანა ამოქმედდა

59a6543dcc6e4
BM.GE
30.08.17 10:00
754
ოზურგეთში 1,3 მილიონი ლარის ღირებულების ასფალტის ქარხანა ამოქმედდა. საწარმო "ახალი ქარხანა" რამდენიმე კვირის წინ შევიდა ექსპლუატაციაში.

კომპანიის ხელმძღვანელი ილია კეკელიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ქარხანას საათში 80 ტონა პროდუქციის წარმოება შეუძლია.

ქარხნის პროდუქცია ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ემსახურება. ამ ეტაპზე ქახანა 10 ადამიანს ასაქმებს.

შპს "ახალი ქარხანა" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.