Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ წელს, 1 095 216 მობილური ტელეფონის იმპორტი განხორციელდა

596dd21bc930b
BM.GE
18.07.17 13:16
1029
გასულ წელს, საქართველოში 1,095,216 ცალი მობილური ტელეფონის იმპორტი განხორციელდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2016 წელს მობილური ტელეფონების იმპორტი ყველაზე მეტად შემცირდა. შედარებისთვის, - 2015 წელს საქართველოში 1,198,857 მობილურის იმპორტი განხორციელდა, 2012 წელს კი 1,414,991 ცალის.

2016 წელსვე საქართველოში საზღვარგარეთიდან 112,667 ცალი ტელევიზორი შემოვიდა, 108,615 ცალი სარეცხი მანქანა და 65,542 ცალი კონდიციონერი.