Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნეს სექტორის ბრუნვის 71% თბილისზე მოდის

59ad11fbbea73
BM.GE
04.09.17 12:41
999
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა და 16,6 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 8,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 71.1%,
აჭარის ა.რ. – 7.9%,
ქვემო ქართლი – 5.7%,
იმერეთი – 4.7%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0%

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

ქ. თბილისი – 66.5%,
აჭარის ა.რ. – 8.7%,
ქვემო ქართლი – 7.2%,
იმერეთი – 5.1%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

ქ. თბილისი – 64.6%,
აჭარის ა.რ. – 9.1%,
იმერეთი – 7.0%,
ქვემო ქართლი – 5.5%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0% .