საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ენგურჰესისა და ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.
სემეკი აღნიშნულ საკითხს 7 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. კომისია სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
ამავე სხდომაზე სემეკი განიხილავს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის საკითხს.
ასევე, იმსჯელებს შპს "მცხეთის წყალისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენაზე.