Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაია ბითაძე მერიაში დასაქმდება

59eddd1c07f8e
დავით ჯალაღონია
23.10.17 16:13
1401
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კანდიდატი კახა კალაძე მერიის მომავალი ხელმძღვანელი პირების დაკომპლექტებაზე მუშაობს. მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე იქნება. იგი ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს, მერიაში რა თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას.

"უნდა დაველდოთ კახი კალაძის, როგორც არჩეული მერის მიერ უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების თარიღს. ეს იქნება დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, როცა ყველა ადმინისტრაციული და სამართლებრივი პროცედურები დასრულებული იქნება. ამის შემდეგ მოხდება გუნდის დაკომპლექტება როგორც საქალაქო სამსახურების უფროსების, ასევე მერის მოადგილეების დონეზე. ბუნებრივია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი, მერიაში ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობის შემთხვევაში, ერთ-ერთი მიმართულება სავარაუდოდ, გარემოს დაცვითი მმართველობის გაუმჯობესება იქნება", - განაცხადა ბითაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.