20.Jan .2022 14:51

1-ელი თებერვლიდან მიკროავტობუსების გადაადგილების სქემა იცვლება

171
Back

1 თებერვლამდე თბილსისში მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება. თბილისის მერიმა ახალი მიკროავტობუსები დღეს წარუდგინა. ამჟამად, დედაქალაქში 465 მიკროავტობუსი მოძრაობს, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას.