Home
Category
TV Live Menu
Loading data...

HSBC-ის მოგება გაიზარდა

59f852fd4ea53
BM.GE
31.10.17 14:34
753
III კვარტალში ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის HSBC მოგება წლიურად 448%-ით 843 მილიონი აშშ დოლარიდან 4.62 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
HSBC -ის მოგებას ნაწილობრივ აზიის ბაზრის გაფართოებას უკავშირებენ. იანვარ-სექტემბრის პერიოდში გადასახადების გადახდამდე მოგება 41%-ით 14.86 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდა. ცხრა თვის შედეგების მიხედვით, საბანკო ჯგუფის ამონაგებმა 39.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

"III კვარტალში კარგი დინამიკა შევინარჩუნეთ და ჩვენი გლობალური ბიზნესის სამივე მიმართულებით მაღალი ამონაგები მივიღეთ", - განაცხადა HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ გულივერმა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისიდან HSBC-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.