Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1 ივლისიდან გაზი ძვირდება - რა გავლენა ექნება ტარიფების ზრდას ბიზნესზე?

BM.GE
01.06.22 14:43
246
თბილისსა და რეგიონებში ბიზნეს სექტორისთვის 1 ივლისიდან გაზი ძვირდება. კერძოდ, თბილისში მოქმედი 20 ათასი კომერციული აბონენტისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრით გაძვირდება და ერთი კუბური მეტრის ფასი 1 ლარი და 35 თეთრი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1 ლარი და 15 თეთრის ნაცვლად 1 ლარსა და 38 თეთრს გადაიხდიან. გაზის ტარიფის ზრდა ვრცელდება პურის მწარმოებლებზეც, თუმცა ასე არ იყო გასულ წლებში, გაზის მიმწოდებელი კომპანიების მიერ, ფასის კორექტირება პურის საცხობებსა და მწარმოებლებზე არ ვრცელდებოდა. რა გავლენა ექნება კომუნალური ტარიფების ზრდას ბიზნესზე და შემდგომ უკვე მომხმარებლებზე?

სტუმარი: ალექსანდრე რატიშვილი - გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე;