Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გუდაური-კობის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება

5a3ba5722ad27
ელენე გოგბერაშვილი
21.12.17 16:10
999
"გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება", - ამის შესახებ bm.ge-სთან პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. "ფერი" 7,5 კილომეტრიანი საბაგირო გზის მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. როგორც ლაშა იორდანიშვილი ამბობს, გუდაურიდან კობის მიმართულებით სამი საბაგირო აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ლარია. პროექტი მომავალი წლის დეკემბერში დასრულდება.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე 7,5 კილომეტრის საბაგირო ხაზის საშუალებით, კობიდან გუდაურში მოხვედრა 15 წუთის მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.