Home
Category
TV Live Menu
Loading data...

10.5%-იანი ეკონომიკური ზრდა - TBC Capital-ის განახლებული პროგნოზები

BM.GE
02.07.21 13:24
477
თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი. რა პროგნოზებს აკეთებს tbc კაპიტალი? 

სტუმრები: ოთარ ნადარაია - "თიბისის" მთავარი ეკონომისტი;
მერი ჩაჩანიძე, TBC Capital-ის მმართველი დირექტორი.