22.Apr .2021 14:49

12 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

619
Back

12 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. როგორც BM.GE-ს დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან შეხვედრისას გამოთქვა - საქართველოს სხვადასხვა სექტორში მოქმედი ასოციაციები სწორედ ამ ინიციატივას ეხმიანებიან. შოთა ბურჯანაძის თქმითვე, ისინი პრემიერს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 6-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავენ, რომელშიც უპირველესი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა.