Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების ზედა ჭერი განისაზღვრა

BM.GE
16.01.23 14:28
102
"მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა და ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებას?