27.Nov .2020 18:33

17,000 თანამშრომლის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ - მოლები მთავრობას აფრთხილებენ

Back

სავაჭრო მოლები მთავრობას მიმართავენ. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სრული "ლოქდაუნის" წინაშე აღმოჩენა ძალიან დიდი დარტყმაა. როგორც მოლების განცხადებაშია ნათქვამი, არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და იზღუდებოდა ტრანსპორტი, არ არსებობდა. ისინი ამბობენ, რომ ყოველი დღე მათთვის ამ პირობებში 10 მილიონიან ზარალს უდრის.

როგორ შეიძლება დავიცვათ ბალანსი 5000-მდე დღიურ ინფიცირებასა და უკვე სტაბილურად ყოველდღიურად 40 დაკარგულ სიცოცხლეს, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, ეკონომიკურ შედეგებს შორის - სიღარიბე, დაკარგული შემოსავლები, უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები და პერსპექტივა, რომელიც გრძელ ვადაში, შეიძლება არანაკლებ დამანგრეველი შედეგების მომტანი იყოს უკვე ყველასთვის?

სტუმარი: ლევან ყარალაშვილი - თბილისი ცენტრალი; დირექტორი