Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 350 ლარი და 20 თეთრია

5a3382429af17
BM.GE
15.12.17 12:04
905
ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 155 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 175 ლარს და 70 თეთრს შეადგენს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 294 ლარია. ოჯახის ტიპების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად ნაწილდება:

ერთსულიანი - 155,7 ლარი
ორსულიანი - 249,1 ლარი
სამსულიანი - 280,2 ლარი
ოთხსულიანი - 311,3 ლარი
ხუთსულიანი - 350,2 ლარი
ექვსსულიანი და მეტი - 414,1 ლარი

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების შესაბამისად.