Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა

59c23f50a53cc
BM.GE
20.09.17 14:12
701
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი მოინახულეს.

"ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რადგან ამ ინფრატრუქტურაზეა მთლიანად დამოკიდებული სომხეთისთვის გაზის მიწოდება. ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ სატრანზიტო ხაზიდან მიიღებს გადასახადებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიგრძის და მასშტაბის მილსადენი მსოფლიოში არ არსებობს" - განაცხადა ილია ელოშვილმა.

"ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა.

ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან. პროექტის ღირებულებამ 1 421 574 ლარი შეადგინა და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.