Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მეურნეობა, სადაც მოსახლეობის ნახევარი მუშაობს, ყველაზე დაბალპროდუქტიულია

5a9119ec2c9dc
მეგი კავთუაშვილი
24.02.18 15:10
1264
სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მოსახლეობის თითქმის ნახევარი მუშაობს, სოფლის მეურნეობა კი ეკონომიკის ყველაზე დაბალპროდუქტიული დარგია. მონაცემებს 2017 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომლის ავტორიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

სოფლის მეურნეობა სხვა დარგებს შრომის ანაზღაურებითაც ჩამორჩება.

„ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობის სწრაფი ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად დაბალია პროდუქტიულობის დონე გარკვეულ სექტორებში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს სექტორში მაღალი თვითდასაქმების მაჩვენებელი წარმოადგენს. მთლიანი დასაქმების თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის. ამასთან, სოფლის მეურნეობის სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ აღნიშნული პრობლემის დაძლევისათვის და სექტორის ეფექტიანობის ზრდისთვის გაუმჯობესდეს სექტორებს შორის შრომის მობილობის მაჩვენებელი”,-ნათქვამია შრომის ბაზრის ანალიზში.

ეკონომიკის სამინსიტროს ოპტიმიზმის საფუძველს სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი 17 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია აძლევს. აღნიშნული თანხა სასათბურე მეურნეობების და ფერმების განვითარებისთვის დაიხარჯებ