Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა

59f5892bd3e7c
BM.GE
29.10.17 18:00
743
მსოფლიო ბანკმა შეამცირა 2017 წელს ნავთობზე ფასის პროგნოზი 2 დოლარით 53 დოლარამდე/ბარელზე, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"2017 წელს შემცირებულია ნავთობის ფასი საშუალოდ 2 დოლარით 53 დოლარამდე/ბარელზე, რაც 23,8 %-ით მაღალია გასულ წელთან შედარებით. სანავთობო ბაზარზე მარაგები მცირდება ძლიერი მოთხოვნილების, "ოპეკი +"-ის მონაწილეთა მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვისა და აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების სტაბილიზაციის პირობებში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ასევე შემცირდა ნავთობის ფასის პროგნოზი 2018 წელს 4 დოლარით 56 დოლარამდე/ბარელზე. "მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი 2018 წელს გაიზრდება 56 დოლარამდე/ბარელზე მიმდინარე წლის 53 დოლართან შედარებით".

მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მონაცემებით, ნავთობის ფასის პროგნოზი „შეიცვალა შემცირების მიმართულებით აპრილის თვის ანგარიშთან შედარებით. მიწოდებები ისეთი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ლიბია, ნიგერია და ვენესუელა, შესაძლოა არასტაბილური იყოს. ოპეკის წევრი ქვეყნები და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები შესაძლოა შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემდგომში შემცირებასთან დაკავშირებით, რათა გავლენა მოახდინონ ფასების ზრდაზე".