18.Oct .2021 08:29

24 ოქტომბრიდან მოგზაურები იაფი ტესტებით სარგებლობას შეძლებენ

Back

24 ოქტომბრიდან ინგლისში მოგზაურობის მსურველები ახალი, PCR-თან შედარებით, იაფი კოვიდ ტესტებით სარგებლობას შეძლებენ. ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ეს სიახლე რთული პანდემიური პერიოდისთვის დროულია და ხალხისთვის დიდი შეღავათის მომტანი იქნება. უელსში კი PCR ტესტების ჩანაცვლების იდეას აკრიტიკებენ - მას აფასებენ, როგორც “ოქროს სტანდარტს” კოვიდტესტირებისთვის. ამ ფონზე კი, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.