Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

3 ამერიკელი დიპლომატი საქართველოზე The National Interest-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

BM.GE
24.09.20 09:40
369
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების შემთხვევები საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებენ. ამასთან, ეს საკითხები საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ დამატებით კითხვებს უჩენენ. დიპლომატები წერენ ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე, რომელთა განვითარებასაც მათი შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს, საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზე.