Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საუდის არაბეთი $500 მილიარდიანი მეგა ქალაქის აშენებას გეგმავს

59f043c0dcd46
BM.GE
25.10.17 11:55
751
საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ წითელი ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის მშენებლობას გეგმავს, რომლის ცხოვრების სტილიც დღევანდელი სამეფოსგან განსხვავებული იქნება. პრინცის თქმით, ეს იქნება თანამედროვე, ცივილიზებული ქალაქი, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს ისეთ დისკრიმინაციულ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად მართვის მოწმობის ქონის უფლების ჩამორთმევა ქალებისთვის.

არსებული ინფორმაციით ახალ ქალაქს NEOM ერქმევა და საუდის არაბეთისგან დამოუკიდებლად იარსებებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ქალაქის ღირებულება $500 მილიარდს შეადგენს და მას საუდის არაბეთის მთავრობა და საინვესტიციო ფონდი (SWF) დააფინანსებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესმენებთან ერთად.

ინფორმაცია საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელიც ერ-რიადში ჩატარდა.