Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

4-დან 3 კურორტზე PCR-ტესტის აღება კვლავ შეუძლებელია - მაია მურაჩაშვილი საქმის კურსში

BM.GE
02.03.21 14:51
579
საქართველოში, 4-დან 3 კურორტზე PCR-ტესტის აღება კვლავ შეუძლებელია და უცხოელმა ვიზიტორმა ან - დედაქალაქში ან კურორტთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრში უნდა აიღოს ტესტი. თემაზე მუშაობისას bm.ge-მ მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზეც დარეკა. ოპერატორები ამბობენ, რომ, მაგალითად, ბაკურიანში ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, თუმცა იქ მხოლოდ სწრაფი ტესტის აღებაა შესაძლებელი, ხოლო PCR-ტესტისთვის მოქალაქემ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოს. რაც შეეხება გუდაურს, მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გუდაურში სინჯის ამღები ლაბორატორია არ არის, ანუ უცხოელი ვიზიტორი PCR ტესტს ვერც გუდაურში აიღებს. რაც შეეხება მესტიას, 144-ის ოპერატორებმა განგვიმარტეს, რომ კურორტზე ჩასულ ვიზიტორებს ორ კლინიკაში შეუძლიათ მისვლა და PCR ტესტის აღება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და მესტიის საავადმყოფოში. კიდევ ერთი კურორტი, რომელიც ტურისტების ინტერესს იწვევს, გოდერძია. BM.GE-ის აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, რომ მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტზე ჩასულ უცხოელებს ფასიანი PCR-ტესტის ასაღებად უახლოეს ამღებ ლაბორატორიაში მოუწევთ მისვლა, რომელიც ხულოში მდებარეობს.

სტუმარი: მაია მურაჩაშვილი - ტურისტული კომპანიის იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელი