Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

4 წლის წინ დაწყებული მაჭავარიანი-გელოვანის გზის მშენებლობა დასრულდა

BM.GE
01.06.23 14:42
63
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა დღეიდან ექსპლუატაციაშია. 4 წლის წინ დაწყებული მაჭავარიანი-გელოვანის გზის პროექტის დასრულება 12-ჯერ გადავადდა და საბოლოოდ დღეს გაიხსნა. გზის მშენებლობას მეწყრული პროცესების გამო არაერთი სირთულე შეექმნა, გაიზარდა პროექტის ბიუჯეტიც. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთით მარშალ გელოვანის გამზირი ვაშლიჯვარს დაუკავშირდა. მშენებლობაზე 16 მილიონზე მეტი დაიხარჯა. რა გაკეთდა მეწყრული პროცესების პრევენციისთვის და როგორი იყო ახალი გზის მშენებლობის 4 წლიანი ქრონოლოგია?